საზოგადოების ან მის წევრთა ჯგუფის მიერ სხვადასხვა ობიექტების, მოვლენების, სოციალური მნიშვნელობისა და პოზიციების დადებითი ან უარყოფითი შეფასება. პოზიტიური აზრით, ამა თუ იმ მოვლენის სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მოწონება, სოციალურ ერთობაში მიღებული ნორმებისა და ღირებულებების სისტემასთან შესატყვისობა და მიმზიდველობა-სასურველობა. ამგვარად შეფასებული მოვლენა გამოდის როგორც განსაზღვრული სურვილების, გრძნობების, განზრახვების მოტივატორი, იწვევს ინდივიდებში სოციალური აღიარების, მოწონების, წახალისების, იდენტიფიკაციის მისწრაფებას - დაიკავოს შესაბამისი მდგომარეობა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]