1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრი პრო

პრეცედენტული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

E. Case law European Court of Human Rights
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომლებიც განმარტავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო დავაში მონაწილე სახელმწიფოებისათვის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარეები, ევროპული სასამართლოს პს-ს იყენებნ პრაგმატული მოსაზრებით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ასევე ეროვნული სასამართლოები, პრინციპულ მნიშვნელონას ანიჭებენ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც კონვენციის საზედამხედველო ოდგანო, ახდენს ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტულ განმარტებას. ეს განაპირობებს სახელმწიფოების, ამასთან ეროვნული სასამართლოების, მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების (პრეცენდენტების) გამოყენებას, რომლებიც ეხება კონვენციის სხვა მონაწილე სახემწოფოებს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ამ გადაწყვეტილების (პრეცედენტის) მეშვეობით განმარტავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებთა შინაარსს. კომკრეტული გადაწყვეტილების მიღებით ევროპული სასამართლო ადგენს სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულ სასამართლო საქმეს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც აისახება პს-ში, ევროპული სასამართლო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციას. ადამინის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავის ერთ-ერ გადაწყვეტილებაში ევროპული სასამართლოები აცნობიერებენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, მისი პს-ის გაანალიზების გარეშე ძალზე რთულია კინვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსისი სწორად დადგენა და, შესაბამისად, კონვენციის დებულებათა სწორად გამოყენება. კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმირებული. კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსი გამოიხტება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ზუსტდება კონვენციის (და მისი ოქმების) დებულებათა შინაარსი და ფარგლები. კონვენციის დებულებათა განმარტება, ევროპულ სასამართლოს პს-ის გათვალისწინებით, ნათელს ჰფენს კონვენციით განმტკიცებულ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, რაც ხშირად პირდაპირ არ ჩანს კონვენციის ტექსტის გაცნობის შედეგად იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს პს აზუსტებს კონვენციის ცალკეულ დებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, ისევე როგორც გამოყენების სფეროს, ევროპულ სახელმწიფოთა ეროვნული სასამართლოები არ განიხილავს ადამიანის უფლებთა ევროპულ კონვენციას ევროპული სასამართლოს პი-ის გარეშე. ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით. ისინი დადგენილია როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის სფუძველზე მიღებული პს-ით. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდრტები, არამედ ასევე ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები. საქართველოს როგორც საერთო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოები მზარდი ინტესივობით იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პს-ს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9