1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრი პრო

პროპაგანდა

  1. E. Propaganda
    ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტებმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ, თუმცა ისინი ერთი საერთო ნიშნით ხასიათდებიან - აუდიტორიის ღირებულებების და რწმენისკენ არის მიმართული. მათ განეკუთვნება:
    1. დადებითი განწყობის შემქმნელი განზოგადებები (პროდუქტის, კანდიდატის ან პოლიტიკური პროგრამის მიწოდების ფორმა დადებითი ემოციების გამომწვევი სიმბოლოების გამოყენებით);
    2. “იარლიყების მიწებება” (პროპაგანდისტი უარყოფითი ემოციის შემქმნელი სახელის შერქმევით ნეგატიურ დატვირთვას ანიჭებს მოვლენას, რომლის წინააღმდეგაც ის გამოდის);
    3. „გადაადგილება” (სხვადასხვა დადებითი ასოციაციების მოხმობით საერთო კეთილგანწყობილების ატმოსფეროს შექმნა);
    4. „დადასტურება” (გამოჩენილ და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამების ციტირება რაიმეს მხარდასაჭერად, ან საწინააღმდეგოდ);
    5. „უბრალო ადამიანები” (პროპაგანდისტული იდეების, ან პროდუქტის იდენტიფიცირება “უბრალო ადამიანების” საჭიროებებთან);
    6. „ბანქოს ჩაწყობა” (არგუმენტი, რომელშიც ფაქტები იმგვარადაა დალაგებული, რომ რჩება ერთადერთი “ლოგიკური” დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა);
    7. „არ დაგვაგვიანდეს” (რომელიმე მოსაზრების ან პროდუქტის მხარდაჭერის მეთოდი, როდესაც პროპაგანდისტი აუდიტორიას უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა დანარჩენი უკვე ასე ფიქრობს და ამიტომ, საჭიროა დროული გაერთიანება უმრავლესობასთან).
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისათვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას. საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის მიზანია შექმნას საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად მიმზიდველი იმიჯი და დანერგოს მისდამი სიმპათია, მაქსიმალურად ეცადოს გაამართლოს ქვეყნის ყოველი ქმედება, ხოლო დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ შექმნას უარყოფითი წარმოდგენა და ნეგატიურად განაწყოს მსოფლიო საზოგადოება. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში პ-ის ტრადიციულ საშუალებებს - პრესას, რადიოს, ტელევიზიას დაემატა ისეთი მძლავრი საშუალება, როგორიც ინტერნეტია. საგარეო პოლიტიკური პ-ის მიზანია ზეგავლენა მოახდინოს „სამიზნე“ ქვეყნის მოსახლეობაზე, რათა მან, თავის მხრივ, გავლენა მოახდინოს თავისი მთავრობის მოქმედებაზე. პ-ის პროცესი გულისხმობს:
    1) „კომუნიკატორს“ სხვათა განწყობის, აზრის, ქცევის შეცვლის განზრახვით;
    2) სიმბოლოებს - დაწერილს, თქმულს ან ქცევითს - რომელთაც კომუნიკატორი იყენებს;
    3) კომუნიკაციის საშუალებას;
    4) აუდიტორიას ანუ სამიზნეს. პ ძალიან იშვიათადაა სრული სიმართლე, მაგრამ მთლიანად ტყუილიც არ შეიძლება იყოს. იგი მაქსიმალურად დამაჯერებელი უნდა იყოს, ამასთანავე განწირულია წარუმატებლობისათვის, თუკი გარეგნულად ჩანს,რომ პ-აა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. propaganda
    G. propaganda
    Fr. propagande
    L. congregatio de propaganda fide 1623 წელს რომის პაპის, ურბან VII მიერ დაარსებული კათოლიკური სარწმუნოების გავრცელების ორგანიზაცია
    მოსახლეობაში რაიმე შეხედულებების, სწავლების, მოძღვრების, ცოდნის გავრცელება და მათი განმარტება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9