1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

პა პე პი პლ პო პრ პუ
პრა პრე პრი პრო

პროტექციონიზმი

  1. შიდა ბაზრის იმპორტისაგან დაცვის პოლიტიკა, რომელიც ამ მიზნით იყენებს ტარიფებს, კვოტებს, სუბსიდიებსა და სხვა საშუალებებს. პ-ის მთავარი ამოცანა სამამულო წარმოების განვითარებაა. პ–ს შეიძლება მიმართავდეს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ერთად. ეკონომიკის კლასიკური ლიბერალური თეორია, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა შემზღუდავი ბარიერების, მაგვარად, პ-ის წინააღმდეგაც გამოდის. ეს თვალსაზრისია ჩადებული ტარიფებისა და ვაჭრობის საყოველთაო შეთანხმებასა და (GATT) და მისი მემკვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესდებაში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა ბარიერების შემცირებას ცდილობს. პ-ის დამცველებად გამოდიან ნეომერკანტილისტები, რომელთა უმრავლესობა მესამე სამყაროს ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. protectionism
    Fr. protectionnisme
    L. protectio
    1. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოსულ საქონელზე მაღალი ბაჟის დაწესების, კვოტირების, განსაზღვრული საქონლის შემოტანის აკრძალვით ეროვნული მეურნეობის დაცვა უცხოური კონკურენციისგან;
    2. შრომითი უნარ-ჩვევების, ცოდნის, გამოცდილების გათვალისწინების გარეშე პირადი ნაცნობობით სამსახურში მიღების პრაქტიკა.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9