1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რაბ რად რაი რამ რან რაპ რას რატ რაუ რაფ რაც

რაციონალობა

ზოგადი აზრით, აღნიშნავს იმას, რაც გონებისეულია, ანუ რისი წვდომა და ახსნა შეიძლება ინტელექტის საფუძველზე, საპირისპიროდ ირაციონალურისა, გონების მიღმიერისა, რომელიც მოითხოვს ჩვეულის, ტრადიციულის, ავტორიტეტულის უპირობოდ მიღებას. შესაბამისად საჭირო ხდება არაგონებისეული უნარების (თანაგანცდა, მგრძნობელობა და სხვა) გამოყენება. სოციოლოგები რ-ს განიხილავენ როგორც მოდერნიზმის სპეციფიკურ თავისებურებას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თანამედროვე საზოგადოებებში მოქმედებები იმართება ლოგიკური აზროვნებითა და ინსტრუქციებით. ამით მოდერნისტული საზოგადოებები განსხვავდება ტრადიციულისაგან, სადაც მოქმედებებს აკონტროლებენ იმის საფუძველზე, რაც გამომუშავებულია ხანგრძლივი ჩვევის შედეგად. რ. კონკრეტულად უკავშირდება ბიუროკრატიულ ორგანიზაციებს, სადაც ორგანიზაციის წევრთა მოქმედებები კოორდინირებული და კონტროლირებულია წესების მეშვეობით, რათა მიღწეულ იქნეს ორგანიზაციის მიზნები რაციონალური გზით. რ-ის ანალიზი სოციოლოგიაში დაკავშირებულია მაქს ვებერის სახელთან, რომელიც განასხვავებდა მიზან-რაციონალურ (Zwerkrational) და ღირებულებით-რაციონალურ (Wertrational) მოქმედებებს.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9