1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რბი

რბილი სამართალი

E. Soft Law
საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ტერმინი, რომლითაც აღინიშნება სარეკოენდაციო ხასიათის ნორმები. რს-ის ნორმები განსაზღრავს არა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, არამედ თანამშრომლობის საერთო მიმართულებას და საჭიროებს მომავალში დაკონკრეტებას ან განსაკუთრებულ იმპლემენტაციას. რს-ის ნორმებს განეკუთვნება, როგორც წესი საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური და მორალური ხასიათისაა, მათ საფუძველზე მომავალში შეიძლება შეიქმნას სავალდებულო ხასიათის ნორმები, რომლებითაც ხდება ახალი ქცევის წესების ჩამოყალიბება. მართალია, რს-ს ნორმები მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის დამხმარე წყაროებს, მაგრამ სამართალგამოყენებითი პრაქტიკა ფართოდ იყენებს მათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები სხვადასხვა დასახელებით გვხვდება. ეს შეიძლება იყოს: რეზოლუცია (როგორც ცნობილია გაეროს წესდების მე-10 მუხლის მიხედვით გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე შიდასაორგანიზაციოდა საბიუჯეტო-საფინანსო საკითხებს ეხება); დეკლარაცია, რომლითაც დგინდება ქცევის ახალი წესი (მაგ.: გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია ახალი ეკონომიკური მართლწესრიგის დადგენის შესახებ); სპეციალური საერთაშორისოსამართლებრივი რეგულირების სფეროში სახელმწიფოთა ქცევის კოდექსი (მაგ.: UNCTAD - ის მმიერ მიღებული მაღალი ტექნოლოგიოების გადაცემის სფეროში სახელმწიფოთა ქცევის კოდექსი), სახელმწიფოთა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროს განვითარების პროგრამები რს-ის ნორმების შესრულებას დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკური ხასიათის ორგანიზაციებში (მაგ.: მსოფლიო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია). ასეთი ტიპის ორგანიზაციებში რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება სანქცია წევრი სახელმწიფოს მიმართ არა რეკომენდაციას შეუსრულებლობის, არამედ წესების საფუძველზე აღებული ვალდებულებების დარღვევისათვის.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9