1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეგიონალიზმი

  1. შეხედულებებისა და იდეების კომპლექსი, რომელიც მოსახლეობას შიდა სახელმწიფოებრივ ან საერთაშორისო დონეზე არსებული რეგიონის მიმართ აქვს. რეგიონები, ძირითადად, გეოგრაფიული სიახლოვისა და სოციალური ერთგვარობის პრინციპებით განისაზღვრება. სახელმწიფოთა შიგნით რ-ის იდეა ხშირად ეთნიკურ სეპარატიზმსა და რეგიონის დამოუკიდებლობის ან მეტი ავტონომიის მოთხოვნებს უკავშირდება. საერთაშორისო დონეზე რ. ეკონომიკური ეფექტურობის ზრდასთან და საერთო უსაფრთხოების მოთხოვნილებებთან ასოცირდება. რ-ის ინსტიტუციური განხორციელების მაგალითებია ალიანსები, საერთო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობის ზონები. რ-ის ზრდა მსოფლიოში, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემცირებას იწვევს, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სხვა დარგებში უნივერსალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. regionalism
    L. regio (regionis)
    მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პრობლემების განხილვისა და გადაჭრისას ამა თუ იმ რეგიონის მოთხოვნებისა და ინტერესების გათვალისწინებას.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9