1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეგიონების კომიტეტი

E. Committee of the Regions
რეგიონების კომიტეტი შეიქმნა 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით. კომიტეტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაკენ გაფართოებამდე 222 წევრისაგან შედგება. ნიცის ხელშეკრულების თანახმად, გაფართოების შემდეგ კომიტეტის წევრთა რაოდენობა 344 გახდება. მისი წევრები რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს წარმოადგენენ და წევრი სახელმწიფოების წარდგენით ინიშნებიან საბჭოს მიერ ოთხი წლის ვადით. კომიტეტი კონსულტაციებს უწევს კომისიას რეგიონულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა, განათლება, ახალგაზრდული საქმეები, კულტურა, ჯანდაცვა და რეგიონთა სოციალურ ეკონომიკური ურთიერთგათანაბრება ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ კომიტეტის კონსულტაციები საკითხთა კიდევ უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ, გარემოს დაცვა, სოციალური ფონდი, პროფესიული გადამზადება, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ტრანსპორტი კომიტეტს შეუძლია საკუთარი ინიციატივითაც გამოთქვას მოსაზრებები და კონსულტაცია გაუწიოს ევროპის პარლამენტს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9