1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეგლამენტი

  1. სახელმწიფო ორგანიზაციის, დაწესებულების საქმიანობის განსაზღვრული წესების ერთობლიობა. მსგავსი მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხდომის, კონფერენციის ან ყრილობის სესიათა წარმართვის წესების აღმნიშვნელი. დაბოლოს, რ-ებად იწოდება ზოგიერთი საერთაშორისო კონგრესისა და კონფერენციის დასკვნითი აქტები, როგორიც იყო, მაგ., 1815 წლის ვენის კონგრესის რეგლამენტი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. standing orders, regulations
    Pol. reglament
    Fr. Reglement, regle წესი
    1. რაიმე საქმიანობის მარეგულირებელი წესების ერთობლიობა;
    2. სხდომაზე, კონფერენციაზე გამომსვლელთათვის დადგენილი დროის ლიმიტი;
    3. საერთაშორისო კონგრესზე მიღებული ზოგიერთი აქტის დასახელება;
    4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ამ ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა (საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ”, მუხლი 6).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9