1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეიფიკაცია

აბსტრაქტული ცნების განხილვა, თითქოს მას ჰქონდეს რეალური (კონკრეტული) არსებობა. როგორც წესი, რ-ს აქვს უარყოფითი დატვირთვა, რადგან ითვლება, რომ ცნების რეალურად მიჩნევა არალეგიტიმური და მცდარია. მაგ., მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის წარმომადგენლები ბრალს სდებენ ფუნქციონალისტებს, რომ ისინი ახდენენ ზოგადი ცნებების რ-ს, როგორიცაა საზოგადოება ან სტრუქტურა. ამრიგად, რ. ხშირად უკავშირდება საზოგადოების შესახებ ფუნქციონალური ცნებების კრიტიკას, რამდენადაც ფუნქციონალისტები ამტკიცებენ, რომ საზოგადოება არსებობს „იმის იქით“, რასაც მისი შემადგენელი ინდივიდების ჯამი გულისხმობს. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი აღნიშნავს „გასაგნებას“ („განივთებას“); მისი შემოტანა დაკავშირებულია მარქსისტების, კერძოდ, ლუკაჩის (1885-1971) სახელთან. ისინი ამ ტერმინით გამოეხმაურნენ არამარქსისტების ტენდენციას, რომ მკაცრი საგნობრივი სტატუსი მიეწერათ იმისათვის, რაც დანახული უნდა ყოფილიყო როგორც სოციალურ ურთიერთობათა რთული და ცვალებადი ქსელი. ლუკაჩის თანახმად, რ. გვხვდება კაპიტალისტურ საზოგადოებებში, სადაც საქონელი იწარმოება გაცვლისათვის და არა უშუალო მოხმარებისათვის. ეს გაცვლა კი ნიღბავს ინდივიდებს შორის არსებულ სოციალურ ურთიერთობებს და განიხილება როგორც ადამიანის კონტროლს დაუქვემდებარებელი, გაყინული და უცვლელი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9