1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეკლამა

  1. პროცესი და საშუალებები (მასმედია), რომელთა მეშვეობითაც მოხმარების საგნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს. რ-ის ნიშნები უკვე XV ს-ში შეინიშნება, როდესაც „მოძრავი ანბანით“ ბეჭდვა გამოიგონეს. დღეს რ-ს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სიუხვის უშუალო ნიშანს და მაჩვენებელს, არამედ როგორც კულტურის მოვლენას, თავისუფლების მაჩვენებელს, აღიქვამენ როგორც რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლის მნიშვნელობა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა გახდა თანამედროვე სოციოლოგიაში. ნიშნებით აქტიური მანიპულირება იქამდე მიდის, რომ ნიშანი და საქონელი ერთიან მთელში შეირწყმება (ჟან ბოდრიარდი, 1970). არსებობს რ-ის ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მეთოდების მთელი არსენალი. მასიურმა რ-მ შექმნა მომხმარებლური ციებ-ცხელება. სოციოლოგების აზრით, რ. განაპირობებს მომხმარებლის პერსონალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. სოციოლოგები მიუთითებენ, რომ რ. სერიოზულ მარეგულირებელ ფუნქციებს ასრულებს საზოგადოებაში, რადგან კურნავს ფსიქიკურ არამდგრადობას. მეორე ასპექტია ზემოქმედება მაუწყებლობის ზოგად შინაარსზე, იგი გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შინაარსისა და სტრუქტურის ორგანიზაციაზე, მოქმედებს როგორც სისტემის პატრონაჟი, ემსახურება უფრო წარმოებას, ვიდრე პოლიტიკური დემოკრატიის ღირებულებების დაცვას. თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში რ. არის საზოგადოების ქვესისტემა, რომელიც ეკონომიკური კომუნიკაციებით განპირობებულ სოციალურად და კულტურულად აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. reclaim, to reclaim ყურადღების მიპყრობა
    L. reclamare ხმამაღლა შეპასუხება, პროტესტის ხმაურით გამოთქმა, ხმამაღლა წამოყვირება, მოწოდება
    1. განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო- ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერის გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით;
    2. საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესების ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“, მუხლი 3.1).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9