1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რელიგიური უმცირესობა

E. religious minority
ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრების ერთობა, გაერთიანებული საერთო მრწამსით, რომელიც განსხვავდება მოსახლეობის უმრავლესობაში გაბატონებული სარწმუნოებისაგან. რუ შეიძლება მოიცავდეს ქვეყნის ტერიტორიაზე გაბნეულ პიროვნებების ან სოფლად თუ ქალაქად კომპაქტურად მცხოვრები მოსახლეობის მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვან ნაწილს, ანუ ეს არის ამა თუ იმ სარწმუნოების პიროვნებათა მრევლი, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი რელიგია და მასთან დაკავშირებული რიტუალი სალოცავი დაწესებულებებისა და საფლავების მოწყობის ჩათვლით. ყველაზე კარგი მაგალითია ქართველ ებრაელთა სტატუსი საქართველოში, კერძოდ თბილისში, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოში არსებული ტოლერანტობის ერთ-ერთი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, აღმოფხვრას ჰიტლერული გერმანიის მიერ განხორციელებული ქმედებები, ებრაელების, რუსებისა და სხვა სლავების მასობრივი განადგურების შედეგები, არ დაუშვას მსგავსი რეციდივები, (იხ. რელიგიური შეუწყნარებლობა, რასიზმი). საერთოდ არ დაუშვას ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაცია როგორც ყოფით, ასევე სახელმწიფო დონეზე (იხ. რელიგიური შეუწყნარებლობა, შეუწყნარებლობა, რასიზმი).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9