1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რელიგიური შეუწყნარებლობა

E. religious intolerance
უარყოფითი დამოკიდებულება სახელმწიფოში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების მიმართ (იხ. შეუწყნარებლობა, ანტისემიტიზმი) რშ შეიძლებდა ატარებდეს პასიურ ფორმას, ანუ არსებობდეს მხოლოდ ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ არ ვლინდებოდეს მის საქმიანობაში, რაც არასასურველია, მაგრამ ვერ ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ებრძვის, პირველ რიგში, რშ-ის აქტიურ ნებისმიერ გამოვლინებას და ამ სფეროში ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს. გაეროს წესდება მოუწოდებს სახელმწიფოებს, „წაახალისონ პატივისცემა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ რასის, სქესის, ენის და რელიგიის განურჩევლად“ (პრეამბულა); ამავე პრინციპს ეფუძნება: 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1966 წლის საერთაშორისო პაქტი სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-2, 27-ე მუხ.), 1981 წლის დეკლარაცია რელიგიის ან რწმენის საფუძველზე შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, 1992 წლის დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ თუ რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-14 მუხ.) ეუთო-ს 1975 წლის ჰელსინკის აქტი (იხ., აგრეთვე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია) რშ შეიძლება არსებობდეს მოსახლეობის უმრავლესობაში, რაც ძირითადად ყოფითი და კერძო ურთიერთობაში ვლინდება, ასევე სახელმწიფოს საქმიანობის დონეზე. ზემოაღნიშნული 1992 წლის დეკლარაცია რშ-სთან ბრძოლის ძირითად წესებს აყალიბებს იმ პირებს, რომლებიც ეკუთვნიან რელიგიურ უმცირესობებს უფლება აქვთ: „აღიარონ თავისი რელიგია და შეასრულონ რელიგიური რიტუალები...“ (2,1); „აქტიურად მიიღონ მონაწილეობა რელიგიურ, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“ (2,2) ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე თავისუფალი და მშვიდობიანი კონტაქტები ჰქონდეთ თავისი ჯგუფის სხვა წევრებთან: პირებს, რომლებიც ეკუთვნიან სხვა უმცირესობებს, ასევე შეუძლიათ, დაამყარონ კონტაქტები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებთანაც ისინი დაკავშირებულნი არიან ეროვნული, ეკონომიკური, რელიგიური ან ენობრივი კავშირით (2,5) ევროპის საბჭო, გაერო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრად მოითხოვენ სახელმწიფოებისგან, აქტიურად ებრძოლონ რშ-ს ცხოვრების ყველა სფეროში არა მარტო კანონითა და დასჯით, არამედ იდეოლოგიურადაც, დარწმუნებით.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9