1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რეპატრიაცია

  1. E. Repatriation
    იმ პირთა დაბრუნება, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რ., ჩვეულებრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება (მაგალითად, სამხედრო ტყვეთა რეპატრიაცია). ამ შემთხვევაში რეპატრიაციის შესაძლებლობა დაინტერესებული ქვეყნის, ან ქვეყნების კანონმდებლობით უნდა იყოს განსაზღვრული.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Repatriation
    იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო (ლტოლვილები და ქვეყნის შიგნით გადაადგილებული პირები) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რ ხშირად დაკავშირებულია მოქალაქეობის შეცვლასთან. სამხედრო ტყვეების რ-ის ვალდებულებას ითვალისწინებს ჟენევის 1949 წლის კონვენცია (იხ. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ), რომლის თანახმად, ომის მონაწილე მხარეთა მოვალეობაა, სამხედრო მოქმედების დროს სამშობლოში დააბრუნონ მძიმედ დაჭრილი ტყვეები და ავადმყოფები, ხოლო სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტყვეები დაუყოვნებლივ გაცვალონ. ამასთან, გაცვლა შეიძლება არ შეეხოს მძიმე ავადმყოფს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
  3. იმ პირთა დაბრუნება სამშობლოში, რომლებიც სხვადასხვა იძულებითი გარემოების გამო სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რ. ხშირად დაკავშირებულია მოქალაქეობის შეცვლასთან. სამხედრო ტყვეების რ-ის ვალდებულებას ითვალისწინებს ჟენევის 1949 წლის კონვენცია ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, რომლის თანახმად, ომის მონაწილე მხარეთა მოვალეობაა სამხედრო მოქმედების დროს სამშობლოში დააბრუნონ მძიმედ დაჭრილი ტყვეები და ავადმყოფები, ხოლო სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ტყვეები დაუყონებლივ გაცვალონ. ამასთან, გაცვლა შეიძლება არ შეეხოს მძიმე ავადმყოფს, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  4. E. repatriation
    L. re უკუმოქმედების აღმნიშვნელი თავსართი + patria სამშობლო, მამული
    ემიგრანტების, დევნილების, სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნება.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9