1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

რა რბ რე რი რო რუ რწ
რე. რეა რებ რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რესპუბლიკა

  1. სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მმართველობის ყველა უმაღლესი ინსტიტუტი ან არჩევითია, ან ყალიბდება საერთო სახალხო წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტების) მიერ. რ-ში გარანტირებულია მოქალაქეთა პირადი პოლიტიკური უფლებების დაცვა. ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, „რესპუბლიკა“ თავდაპირველად სახელმწიფოს სინონიმურ ტერმინად გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარად ითარგმნა ლათინურად პლატონის პოლიტიკური ტრაქტატის სახელწოდება. უფრო გვიან, XVII ს-დან რ-ს უწოდებდნენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა სამეფო ხელისუფლება. თანამედროვე მნიშვნელობა რ-მ გაცილებით გვიან მიიღო, თუმცა, აქაც მედისონი განასხვავებდა პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც ემყარება წარმომადგენლობითობას (მისი ტერმინოლოგიით, რ-ს) და სახელმწიფოს, რომელშიც ყოველი მოქალაქე პირადად მონაწილეობს მმართველობაში (დემოკრატიას).
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. republic
    L. respublica სახალხო საქმე, სახელმწიფო
    1. სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ძალაუფლება ეკუთვნის განსაზღვრული ვადით არჩეულ ორგანოებს, პირებს;
    2. ქვეყანა მმართველობის ასეთი ფორმით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9