არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა შეიქმნა 1961 წელს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სიკვდილით დაჯის გაუქმება და წამების აღმოფხვრა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა ქ. ლონდონშია. ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლობები აქვს მრავალ ქვეყანაში.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]