1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

E. Fight Against International Organised Crime and Money-Laundering
საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპოლის ნარკოტიკების ქვედანაყოფს ევალება. იგი ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლას საპოლიციო და სასამართლო თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით. 1998 წლის 1 ოქტომბერს ევროპის პოლიციის ახალმა სამსახურმა (ევროპოლმა) გადაიბარა ნარკოტიკების ქვედანაყოფის მოვალეობები, რომელიც დროებით შეიქმნა 1994 წელს, ევროპოლის კონვენციის ძალაში შესვლამდ \nსაერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი იმ სფეროთაგანია, რომელსაც ევროკავშირის ხელშეკრულების მეექვსე თავი ითვალისწინებს. ხელშეკრულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ევროპის კავშირში თავისუფლების, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების სივრცის შექმნის ერთ-ერთ საშუალებას სწორედ საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ეს სამართლებრივი საფუძველი წევრ სახელმწიფოებს აძლევს იმის უფლებას, რომ გასცდნენ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის ეტაპს და გაატარონ ქმედითი პოლიტიკა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ამისათვის მათ შეუძლიათ გამოიყენონ 34-ე მუხლით გათვალისწინებული საშუალებები (საერთო პოზიციები, გადაწყვეტილებები, ჩარჩო გადაწყვეტილებები და კონვენციები) \n1997 წლის ივნისში ამსტერდამის ევროპულ საბჭოზე წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ევროკავშირის პრიორიტეტების განმსაზღვრელი სამოქმედო გეგმა, რომელშიც აისახა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაც. გარდა ამისა, 1998 წლის 28 მაისს განმცხადებელი ქვეყნების მიერ ხელმოწერილ იქნა მიერთებისწინა პაქტი ორგანიზებული დანაშაულის შესახებ.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9