1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები

E. Generally recognized principles and norms of International Law
საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა მიერ (იხ. სუბიექტები საერთაშორისო სამართლისა), ძირითადად, სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ან თითქმის ყველა წევრის მიერ აღიარებული იურიდიული სავალდებულო ქცევის წესები (იხ. წყაროები საერთაშორისო სამართლისა, ნორმა საერთაშორისო სამართლებრივი, ძირითადი პრონციპები საერთაშორისო სამართლისა), რომლებიც სავალდებულოა ყველა საერთაშორისო სამართლის სუბიექტისათვის (იხ. საყოველთაო საერთაშორისო სამართალი), მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა ის ნორმის შექმნაში თუ არა (იხ. იმპერატიული ნორმები). სსსაპნ-ს მიეკუთვნება როგორც ზოგად საერთაშორისო ხელშეკრულებებში არსებული ნორმები, ასევე საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სსსაპნ-ს, აგრეთვე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი საერთაშორისო ხელშეკრულებების უფრო მაღალ იურიდიულ ძალას საქართველოს ნორმატიულ აქტებთან მიმართებით (მე-6 მუხ.), ხოლო ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს უშუალოდ მოქმედი სამართლის ძალას ანიჭებს (მე-7 მუხ.).
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9