1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი

  1. E. International armed conflict
    წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ჟენევის კონვენციების კომენტარებში ს.შ.კ-ს განმარტავს, როგორც ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ნებისმიერ წინააღმდეგობას, რომელსაც თან სდევს შეიარაღებული ძალების შეჭრა სხვის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთ-ერთი მხარე უარყოფს ომის მდგომარეობის არსებობას. კონფლიქტის ხანგრძლივობას და მსხვერპლთა რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს. 1977 წლის №1 პროტოკოლი ს.შ.კ-ში ასევე გულისხმობს ბრძოლას ეროვნული თავისუფლების, ან თვითგამორკვევისათვის.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. International armed conflict
    შეიარაღებული კონფლიქტის ერთ-ერთი სახე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. იგი გამოიხატება ორი ან მეტი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს შორის ან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მეტროპოლიის შეიარაღებულ ძალებს შორის სამხედროს მოქმედებებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პარტიზანების ბრძოლით. სშკ-ის მხარეები მოვალენი არიან, დაიცვან ომის კანონები და ჩვეულებები, რომლებსაც შეიცავს ,,ჟენევის სამართალი“ და ,,ჰააგის სამართალი“, დაიცვან კულტურული ფასეულობები, აკრძალულია თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასიცოცხლო ობიეტქბზე (სახნავ მიწებზე, სასმელი წყლის წყაროებზე, ირიგაციულ სისტემებზე და სხვ.), აგრეთვე ისეთ ნაგებობებზე (წყალსაცავები, დამბები, ატომური ელექტროსადგურები და სხვ.), რომელთა ნგრევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში. განსაკუთრებული დაცვის ობიექტად არიან მიჩნეული ქალები და ბავშვები, დაჭრილები და ავადმყოფები, სამედიცინო პერსონალი და სანიტარული სატრანსპორტო საშუალებანი. განსაზღვრულია აგრესორის თავდასხმის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაცია (იხ. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ).
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9