ს.უ. - ის სამი შემადგენელი ნაწილია: \ 1. საკვები ყველასათვის საკმარისი უნდა იყოს. საშუალო სტატისტიკური მამაკაცის მიერ ენერგიის მინიმალური გამოყენება (65 კგ, 20-39 წელი) 1800 კალორიით განისაზღვრება; ქალისათვის (55 კგ, 20-39 წელი) კი - 1500 კალორიით. შედარებისათვუის „საშუალოდ აქტიური“ მამაკაცი 3000 კალორიას საჭიროებს, ქალი კი - 2200-ს. \ 2. მინიმალური დღიური რაოდენობის ხარისხი, სულ ცოტა, ჯანმრთელობისათის სასარგებლო უნდა იყოს. საკვები უნდა შეიცავდეს ვიტამინებს და მინერალებს. \ 3.სურსათ-სანოვაგე ხელმისაწვდომი უნდა იყოს გონივრულ ფასებში. \ კაცობრიიობის ნახევარი მაინც ჯერ კიდევ განიცდის შიმშილს და სკვების უკმარობას. 1980 წ. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დაავადებათა 80% დაბინძურებული სასმელი წყლითაა გამოწვული, იხ. შიმშილი და საკვების უკმარობა.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ