1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამართლებრივი სახელმწიფო

  1. E. Legal state
    ს.ს-ს ცნება ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა. სამართლებრივია ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ადამიანსა და ხელისუფლებას შორის არსებობს მკაფიო, სტაბილური და ყველასათვის ცნობილი თამაშის წესები. ესაა ის სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით და მოქმედი სამართლით და ადამიანს შეუძლია საკმაოდ ზუსტად გამოიცნოს ხელისუფლების რეაქცია მის ქმედებაზე, ვინაიდან ამ სახელმწიფოს მართავენ არა თავნება მოხელეები და თანამდებობის პირები, არამედ მკაფიო კანონები.
    ს.ს. სულაც არ არის ყოველთვის დემოკრატიული, ხოლო დემოკრატიული - სამართლებრივი.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. დემოკატიული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის სახეობა, რომელიც კანონის სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ, განუყოფელ, ადამიანისა და ხალხების საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას ემყარება. ს. ს. დემოკრატიული და ჰუმანური სამართლებრივი ნორმებით თვითშეზღუდული სახელმწიფოა. შეუთავსებელია მისი არსებობა უსამართლობასთან, თვითნებურ მმართველობასა და დიქტატურასთან, პოლიტიკაში სუბიექტივიზმსა და თვითნებობასთან, რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი დანაშაულებრიობის თარეშთან და კორუფციასთან, ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებსა და კლანურობასთან და სხვ. ასეთი სახელმწიფოს სოციალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, რომლის ცნობის გარეშე არც სახელმწიფო და არც კანონი ლიგიტიმურად არ ითვლება. სწორედ სახელმწიფო და სამართლებრივი ნორმების ლეგიტიმურობა იძლევა სამოქალაქო საზოგადოებაში კანონიერებისა და სამართალწესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ს. ს.–ს კონცეფცია სახელმწიფოსა და საზოგადოების გაუცხოებისა და მათი ურთიერთდაპირისპირების წინააღმდეგ გამოდის, ამასთან ერთად, სამართლებრივ საფუძველზე მათი ჰარმონიური ურთიერთობის აუცილებლობას აღიარებს. ს. ს.–ს უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისფლების სამი ძირითადი რგოლის – წარმომადგენლობითის (საკანონმდებლო) აღმასრულებისა და სასამართლოს რეალური დანაწილება, ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლით, რომელიც კანონიერებისა და კანონის დაცვის გარანტად გამოდის.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  3. E. legal state
    დემოკრატიული სახელმწიფო, რომლისთვისაც დამახასიათებელი და ნიშანდობლივია: კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილება, ადამიანის უფლებების დაცვა. სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონის ჩარჩოებში. კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა თანასწორია, კანონის მოთხოვნები თანაბრად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეებისათვის. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის საფუძველზე, დაუშვებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების აღრევა. უმაღლეს სოციალურ ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9