1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო და პოლიტკური უფლებები

E. Civil and Political Rights
ადამიანის უფლებათა პირველ თაობას (ე.წ. ნეგატიურ უფლებებს) მიეკუთვნება ის უფლებები, რომლებიც ტრადიციული ლიბერალური ფასეულობებიდან გამომდინარეობს, და რომლებიც ჩემოყალიბდა ბურჟუაზიული რევოლუციების განხორციელების პროცესში \nპირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო (პირადი) და პოლიტიკური უფლებები. ეს უფლებები გამოხატავს ,,ნეგატიურ თავისუფლებას“ - სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ადამიანის პირადი თავისუფლების სფეროში და შეუქმნას პირობები, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში \nპოლიტიკური უფლებების მინიჭება აუცილებელი წინაპირობაა სხვა უფლებების არსებობისათვის, ვინაიდან სწორად ისინი ქმნიან დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს. ხოლო პირადი უფლებების მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ავტონომიურობა \nამ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება: სიცოცხლის უფლება, აზრის,რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის უფლება, უფლება სამართლიან სასამართლოზე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება და სხვა.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9