1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სამოქალაქო ომი

  1. E. Civil war
    შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფო ხელისუფლებისათვის მებრძოლ ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომელთაგან ერთ მხარეს არსებული რეჟიმის დამცველები არიან, მეორე მხარეს კი - პარტიზანული მოძრაობა, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობა, მისი ნაწილი, ან უცხო სახელმწიფო. ს.ო. საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანია, ვინაიდან: ა) წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის; ბ) წარმოადგენს საფრთხეს სხვა სახელმწიფოთა ინტერესებისათვის; გ) პრობლემურია გამარჯვებული მხარის ხელისუფლების ცნობის, ან მისი არცნობის საკითხიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
    Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
  2. E. Civil war
    ხანგრძლივი სეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. სო დროში გაწელილი პროცესია და იგი განსხვავდება სახელმწიფო გადატრიალებისგან, რომელიც, ჩვეულებრივ დროს მოკლე მონაკვეთში ხდება. სო-ში დაპირისპირებული მხარეები შეიძლება იყვნენ: სხვადასხვა კლასი, სოციალური ფენა, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი, პოლიტიკური დაჯგუფება და ა.შ. სო-ში ერთი მხარე იბრძვის არსებული პოლიტიკური რეჟიმისა და სახელმწიფო წესწყობილების შენარჩუნებისათის, ხოლო მეორე მხარე - ახალი პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად, თავის უფლებათა დასაცავად. ანტიკოლონიური ბრძოლა სო-ების რიცხვს არ განეკითვნება და იგი გაეროსა და სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური და მატერიალური მხარდაჭერით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალი კრძალავს სო-ში სხვა სახელმწიფოების ჩართვას, თუკი სახელმწიფოს მთავრობა, სადაც ეს ომი წარმოებს არ არღვევს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სო-ში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მესამე მხარემ - გარე ფაქტორმა. მესამე ძალის აქტიურმა ეკონომიკურმა, მორალურმა და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურმა (მათ შორის, სამხედრო) მხარდაჭერამ შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს სო-ის შედეგზე ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ. უკიდურეს შემთხვევაში ხდება გარეშე ძალების აშკარა სამხედრო ინტერვენცია და მათი მონაწილეობა საბრძლო ოპერაციებში. \nუკანასკნელ ათწლეულებში სო-ების რიცხვმა მკვეთრად იმატა. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდით, რომელთა უმრავლესობა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ყოფილი კოლონიური ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ეთნიკური, ტომობრივი, რელიგიური, პარტიული თუ კლანური დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნოყიერ ნიადაგს ქმნის სო-ის გაჩაღებისათვის; მეორე მხრივ, გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ორ - ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის - პრინციპს შორის არსებობს, სო-ისათვის მრავალ მიზეზს წარმოშობს. ასევე მხედველობაში მისაღებია საერთაშორისო ტერორიზმის მზარდი როლი, რაც გამოიხატება უკანონო სამხედრო ძალების შექმნით და მათი გაგზავნით სო-ის კერებში ამა, თუ იმ მხარისათვის მხარდაჭერის მიზნით, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია (იხ. მაგ, დაქირავებული პირები).
    Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9