1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სასამართლო

E. Court of Justice
ევროგაერთიანების სასამართლო შედგება 15 წევრისაგან (კავშირის წევრთა რაოდენობის შესაბამისად), რომელთაც დახმარებას უწევს ცხრა გენერალური ადვოკატი ისინი ექვსი წლით ინიშნებიან წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე. სასამართლოს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ევროგაერთიანების და წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები დამფუძნებელ ხელშეკრულებებს, და 2განმარტოს გაერთიანების სამართლის ნორმები ეროვნული სასამართლოს თხოვნით \nგაფართოების შემდეგ სასამართლოს წევრთა რაოდენობაც გაიზრდება, რათა ახალ წევრებს საშუალება მიეცეთ, ჰყავდეთ ერთი მოსამართლე. დიდი პალატა, რომელშიც 11 მოსამართლე შევა, განიხილავს იმ საკითხებს, რომელსაც დღეს სასამართლოს პლენარული სესია იხილავს. სამი წლით აირჩევა ხუთი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები \nსასამართლოში ასევე ფუნქციონირებს პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც 1989 წელს შეიქმნა. ის ძირითადად გაერთიანების ორგანოებს შორის ადმინისტრაციულ და გაერთიანების კონკურენციის სამართლთან დაკავშირებულ დავებს აგვარებს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9