1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

E. Georgian Law on Private International Law
მიღებულია 29.IV.1998, ხოლო ძალაში შევიდა 1.X.1998. აღნიშნული კანონი განსაზღვრავს თუ რომელი სამართლებრივი წესები გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა არსებობისას, განსაზღვრავს აგრეთე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას (1-ლი მუხ.). ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებით გათვალისწინებულ წესებს უპირატესი ძალა აქვთ. ამავე კანონით დადგენილია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართვლოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (მე-5 მუხ.). კანონი არგულირებს იმ საერთაშორისო კერძოსამართლბრივ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულულია საქართველოს სასმართლოების საერთაშორისო კომპეტენციასთან, პირებთან, გარიგებებთან, და სამემკვიდრეო სამართალთან, საპროცესო ნორმებთან.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9