კანონის ფარგლებში მეუღლეებს შორის დადებული იურიდიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დღიდან. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მეუღლეთა შორის პირადი ურთიერთობების რეგულირება. საქორწინო ხელშეკრულება არეგულირებს როგორც უკვე არსებულ, - ისე მომავალში შეძენილ ქონებას. კონტრაქტის მხარეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას გადაეცემა. დასავლეთის რიგ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს საქორწინო ხელშეკრულების დადების პრაქტიკა. ამგვარი იურიდიული აქტი საქართველოშიცაა დანერგილი, თუმცა დღეისათის მეუღლებს შორის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ერთეული შემთხვევებია ცნობილი.
Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]