1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

საყოველთაო ნება

ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური კონცეფცია, რომლის თანახმადაც, ს. ნ. მაშინ გამოიხატება, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქენი ზრუნავენ არა კერძო ინტერესებზე, არამედ მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზე. აღნიშნული კონცეფცია საღვთო ნების შესახებ ღვთისმეტყველთა დისკუსიისას ჩამოყალიბდა: ჟან ჟკ რუსო იეზუიტი ფილოსოფოსის მალბრანშის (1638–1715) გავლენას განიცდიდა. ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ მოაზროვნე სული და მატერია მათი ბუნების განსხვავებულობის გამო ერთმანეთზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული მხოლოდ უფლის ნებით ხორციელდება. რუსოს აზრით, ს. ნ–ის განხორციელება ანტიკურ ქალაქ–სახელმწიფოში ან თავის მშობლიურ ქალაქ ჟენევაში იყო შესაძლებელი. ამ ქალაქებში არსებული დემოკრატია მხოლოდ თავის მოქალაქეებს ანიჭებდა პოლიტიკურ უფლებებს. ამრიგად, მოქალაქეები ანტიკური (და არა თანამედროვე) გაგებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, რაც საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობას ნიშნავდა და გამორიცხავდა თანამედროვე გაგებას კოლექტიური ჩარევის შესახებ. პოლიტიკური უფლებების განხორციელება სისტემის საერთო სულისკვეთების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც პატრიოტიზმზე იყო დაფუძნებული და მოქალაქეების ზნეობრივ ღირებულებებს ასახავდა.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9