1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სახალხო დამცველი

  1. E. Ombudsman
    ევროპის სახალხო დამცველი ინიშნება ევროპარლამენტის მიერ ყოველი არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ვადის ხანგრძლივობით. იგი უფლებამოსილია მიიღოს საჩივრები კავშირის ნებისმიერი მოქალაქისგან ან წევრი სახელმწიფოების რეზიდენტი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან გაერთიანების ორგანიზაციებისა ან ორგანოების (გარდა სასამართლოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოსი) საქმიანობაში დარღვევების ფაქტებზე.
    როდესაც სახალხო დამცველი დაადგენს არამართლზომიერი ადმინისტრირების ფაქტს, იგი ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ ორგანიზაციას, იწყებს გამოძიებას, ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს, და თუ საჭიროა, წარუდგენს დაინტერესებულ ორგანიზაციას რეკომენდაციების პროექტებს, რომელზეც ამ უკანასკნელმა უნდა გასცეს პასუხი დეტალური ანგარიშის სახით სამი თვის განმავლობაში.
    სახალხო დამცველი წარადგენს ანგარიშს ევროპარლამენტში ყოველწლიური სესიის ბოლოს.
    Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
  2. საქართველოში პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ ორგანოებსა და პირებს. ამ უფლებამოსილებას სახალხო დამცველი ახორციელებს აპარატის მეშვეობით, რომლის ორგანიზაციის და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს 1996 წლის 16 მაისის კანონით საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ. სახალხო დამცველის მსგავს ინსტიტუტს სხვადასხვა ქვეყანაში ეწოდება: ომბუდსმენი, შუამავალი, ხალხის ადვოკატი და ა.შ.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9