1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო ადმინისტრაცია

  1. E. public administration
    საზოგადოებრივი მომსახურების სახელმწიფო ორგანიზაციული სტრუქტურები და დაწესებულებები, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სამსახური, სადაც შედის რეგიონალური და ადგილობრივი დონის სახელმწიფო ორგანოები. პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ცნებასთან – სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, სახალხო (public), – ყოფილი სახელმწიფო ორგანოების პრივატიზაციისა და კომერციალიზაციის შედეგად გაჩნდა. სახელმწიფო მართვის თეორიის სფეროში მუშავდება სახელმწიფო სექტორის ისეთი ორგანიზაციის პროექტი, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს კერძო სექტორისა და საბაზრო პრინციპების ინტელექტუალურ ჰეგემონიას.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. სახელმწიფოს ორგანიზაციული სტრუქტურები, დაწესებულებები და ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკას ატარებენ; სამთავრობო პოლიტიკის გატარების მეთოდები.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9