1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საყ საშ საჩ საც საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო სამსახური

  1. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო პოლიტიკას. ტერმინს საფუძვლად უდევს ბრიტანული ბიუროკრატიული ტრადიცია, რომელიც განასხვავებდა სახელმწიფოს სამსახურში მყოფ სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს. ეს სამოქალაქო მოხელეები, როგორც წესი, წარმოადგენენ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ აღმასრულებელ ინსტიტუტებს. მთლიანობაში მოსამსახურეთა ეს კორპუსი, რომელთა შორის ანაზღაურება საზოგადოების სახსრებით უნდა განხორციელდეს, ყველა ქვეყანაში წარმოადგენს ამ ქვეყნის სახელმწიფო ბიუროკრატიას. მოხელეთა ასეთი ერთიანობის ერთ–ერთ ყველაზე სპეციფიკურ ნიშანს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში მათი პოლიტიკური ნეიტრალობა წარმოადგენს. მმართველობის ასეთი სტრუქტურა ემორჩილება არჩევით მთავრობას, განურჩევლად მისი პარტიულობისა.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. civil service
    სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მოსამსახურეების საქმიანობა, რომელთა მიზანია ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის გატარება. „სახელმწიფო თანამდებობა არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“ (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 1,2).
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9