E. State-suppotrted international terrorism სახელმწიფოს მიერ განხორციელებული, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება: \ 1. იარაღის, ასაფეთქებელი, ან სასიკვდილო ნივთიერებების გადაცემა ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციისათვის, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილეობენ. \ 2. საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილე ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვა, მომზადება, ან ხელშეწყობა; \ 3. საერთაშორისო ტერორიზმის აქტებში მონაწილე ნებისმიერი პირის, ჯგუფის, ან ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა: \ 4. იმ პირთა დიპლომატიური დაცვა, რომლებიც ეხმარებიან, ან მხარს უჭერენ ნებისმიერი ტერორისტული აქტის განხორციელებას; \n5. ტერორისტული აქტის ჩამდენი ნებისმიერი პირის სხვა ქვეყნისათვის გადაცემაზე, ან, საკუთარ ტერიტორიაზე მის სისხლისსამართლებრივ დევნაზე უარის თქმა.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ