1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიგ სივ სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიფ სიღ სიც სიძ

სიკვდილით დასჯა

E. Death penalty, Capital punishment
სასჯელის უმაღლესი ზომა. საერთაშორისო სამართალში სიკვდილით დასჯის საკითხებს და სიკვდილმისჯილთა უფლებების დაცვას რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულება არეგულირბს. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საერთაშოისო პაქტი სამოქალაქო და პოლიიკურ უფლებათა შესახებ (1966), რომლის მე-6 მუხლი ადგენს, რომ სასიკვდილო განაჩენი შიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ასეთი დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონის შესაბამისად, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ პაქტის დებულებებს (მე-2 პუნქტ.), ამასთან ნებისმიერ სიკვდილმისჯილს უფლება აქვს, ითხოვოს შეწყალება ან სასჯელის შემსუბუქება (მ-4 პუნქ.). პაქტით ასევე გათვალისწინებულია, რომ სასიკვდილო განაჩენი არ შიძლება გამოტანილ იქნეს 18 წელს მიღწეული პირებისა და ორსული ქალების მიმართ (დღემდე აშშ-ის ზოგიერთ შტატში სიკვდილით სჯიან უფრო ნაკლბი ასაკის დამნაშავეებსაც). სიკვდილით დასჯა აკრძალულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატიური ოქმით, ევროპის კონვენციის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მეექვსე და მეცამეტე ოქმებით. 1998 წლიდან სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9