1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიგ სივ სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიფ სიღ სიც სიძ

სიკვდილით დასჯა: გარანტიები

E. Death penalty: safeguards
ეს გარანტიებია: \ 1. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის. \n2. სიკვდილი არ შეიძლება მიესაჯოს იმ დამნაშავეებს რომელთაც დანაშაულის ჩადენისას არ შესრულებიათ 18 წელი; \n3. ს.დ. არ გამოიყენება ორსული ქალების მიმართ; \n4. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მისი გამოყენება კანონით არის გათვალისწინებული; \n5. ბრალდებულის დამნაშავეობა მკაფიო და სარწმუნო მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს, რომლებიც არ იძლევა ფაქტების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას; \n6. ს.დ-ის განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად. საბოლოო განაჩენი გამოაქვს კომპეტენტურ სასამართლოს; \n7. სიკვდილმისჯილ პირს აქვს განაჩენის გასაჩივრების, აგრეთვე შეწყალების, ან განაჩენის შემსუბუქების უფლება; \n8. ს.დ-ის განაჩენი სისრულეში არ მოჰყავთ აპელაციის, ან საქმის გადასინჯვის სხვაგვარი პროცედურის დროს. \ განაჩენი სისრულეში მოჰყავთ შეძლებისდაგვარად მინიმალური ტანჯვის მიყენებით.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9