1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სიგ სივ სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიფ სიღ სიც სიძ

სიცოცხლის უფლება

E. Right to life
ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. ეს უფლება კანონითაა დაცული. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა. ს.უ. ერთ-ერთი უზენაესი უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეილახოს საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც საფრთხე მთელ სახელმწიფოს ემუქრება. \ ს.უ. ხშირად ირღვევა. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს მის გამოყენებას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება 18 წელზე ახალგაზრდა პირთა და ფეხმძიმეთა მიმართ. ფართო მასშტაბებით განხორციელებული გარკვეული ჯგუფის სიცოცხლის აღკვეთა შეიძლება გაუთანაბრდეს გენოციდს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9