E. Physical quality of life index სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის მაჩვენებელი საგარეო კვლევათა ბრიტანულმა საბჭომ შეიმუშავა. შესაბამის სკალაზე (1-იდან 100-მდე) განთავსდება თითოეული ქვეყნის მონაცემები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბავშვთა სიკვდილიანობა, ერთ წლამდე ბავშვთა სიცოცხლისუნარიანობა და წერა-კითხვის ცოდნის დონე. სიცოცხლის ფიზიკური ხარისხის ერთიანი საერთო ინდექსის მისაღებად სამივე მონაცემი ჯამდება და იყოფა სამზე.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ