1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სოკ სოლ სომ სორ სოფ სოც

სოციალური ქარტია

E. Social Charter
მშრომელთა ძირითად სოციალურ უფლებათა ქარტია 1989 წელს მიიღო ევროკავშირის ყველა მაშინდელმა წევრმა დიდი ბრიტანეთის გარდა. დოკუმენტი, რომელსაც დეკლარაციის ფორმა ჰქონდა, სოციალური ქარტიის სახელითაა ცნობილი. ეს ქარტია ,,მორალურ ვალდებულებათა” შემცველი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ხელმომწერ ქვეყნებში გარკვეული სოციალური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ეს უფლებები დაკავშირებულია შრომის ბაზართან, პროფესიულ გადამზადებასთან, თანაბარ შესაძლებლობებთან და სამუშაო გარემოსთან. ქარტია სთხოვს ევროკომისიას, წარმოადგინოს სოციალური ქარტიის კანონმდებლობაში გადატანის ინიციატივები. სოციალურ ქარტიის მიღებას სოციალური სამოქმედო პროგრამების შემუშავება მოჰყვა.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9