E. Specialised international organization უნივერსალური ან რეგიონალური საერთაშოისო ორგანიზაცია (იხ: უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია), რომელიც სახელმწიფოთა შორის გარკვეული სახის თანამშრომლობას ემსახურება. მაგ., ოცამდე უნივერსალური ორგანიზაცია მოქმედებს გაეროში სპეციალიზებული დაწესებულების სახით (მაგ. იუნესკო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვ.). სსო-ების რიცხვს მიეკუთვნება ევროპის საბჭო, შავი ზღვის ქვყნების კონომიკური თანამშრომლობის ორგნიზაცია.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]