1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სპა სპე სპი სპო სპრ

სპიკერი

  1. E. speaker, to speak ლაპარაკი, საუბარი
    1. დიდ ბრიტანეთში პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე;
    2. ზოგიერთ ქვეყანაში პარლამენტის ან მისი ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  2. საკანონმდებლო ორგანოს სხდომების წარმმართველი. ტერმინი დამკვიდრდა ბრიტანეთის თემტა პალატის სპიკერებთან ანალოგიით. ამ უკანასკნელთათვის დამახასიათებელი იყო ის, რომ მიუხედავად ს–ის რომელიმე პარტიისადმი ფაქტობრივი მიკუთვნებისა, ს. მიუმხრობელი რჩებოდა სხდომების რეგლამენტის დაცვის, კანონების ინტერპრეტირებისა და დებატების წარმართვის პროცესის ხელმძღვანელობისას. ბრიტანელი ს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს . ს–ის მსგავსი, მიუმხრობელი ფორმა ბრიტანეთის გარდა შენარჩუნებულია მხოლოდ კანადაში. ავსტრალიასა დ შეერთებულ შტატებში ს. ღიად გამოხატავს იმ პოლიტიკური ძალების ინტერესებს, რომელთაც ის წარმოადგენს პარლამენტში. შეერთებულ შტატებში, მაგ., წარმომადგენელთა პალატას უმრავლესობის წარმომადგენელი ხელმძღანელობს, ხოლო სენატს – ვიცე–პრეზიდენტი.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9