1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტი

E. Stability and Growth Pact
სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტი ეკონომიკური და სავალუტო კავშირის მესამე ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით მიიღეს. პაქტის მიზანია ერთიანი ვალუტის შემოღების შემდეგ წევრი სახელმწიფოების მიერ თავიანთი საბიუჯეტო დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა \nპაქტი მოიცავს ევროპული საბჭოს რეზოლუციას (1997 წლის 17 ივნისი, ამსტერდამი) და მინისტრების საბჭოს ორ რეგლამენტს (1997 წლის 7 ივლისი), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავენ ტექნიკურ საკითხებს (ერთი შეეხება ბიუჯეტის მდგომარეობასა და ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციაზე ზედამხედველობას, ხოლო მეორე - ჭარბი დეფიციტის პროცედურის შესრულებას) \nწევრმა სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, შეექმნათ დაბალანსებული ან თითქმის დაბალანსებული ბიუჯეტი და 1999 წლის 1 მარტისათვის მინისტრების საბჭოსა და ევროკომისიისათვის წარედგინათ სტაბილურობის პროგრამა (ყოველწლიურად განახლებადი) \nსტაბილურობისა და ზრდის პაქტი საშუალებას აძლევს მინისტრების საბჭოს, დასაჯოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, რომელიც ვერ მიიღებს სათანადო ზომებს ჭარბი დეფიციტის აღმოსაფხვრელად. თავდაპირველად, წევრი სახელმწიფო ევროგაერთიანებას გადასცემს უპროცენტო დეპოზიტს, ხოლო თუ ჭარბი დეფიციტი არ დაიფარება ორ წელიწადში, დეპოზიტი ჯარიმად გადაკეთდება.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9