1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტრუქტურული ფონდები და ურთიერთგათანაბრების ფონდები

E. Strustural Funds and Cohesion Fund
სტრუქტურული ფონდები და ურთიერთგათანაბრების ფონდები წარმოადგენენ გაერთიანების სტრუქტურული პოლიტიკის ნაწილს, რომლის მიზანია, შეამციროს ევროკავშირის სხვადასხვა რეგიონებსა და ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა განვითარებაში არსებული განსხვავებები და ამ გზით ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთგათანაბრებას \n1994-1999 წლებში გაერთიანების ბიუჯეტმა სტრუქტურული ღონისძიებებისათვის გამოყო 208 მილიარდი ევრო, ანუ ევროკავშირის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 35%. ამ თანხის 90% განკუთვნილი იყო ევროკავშირის რეგიონებისათვის და 10% იმ ოთხი ქვეყნისათვის, რომლებიც სარგებლობენ ამ დახმარებით (საბერძნეთი, პორტუგალია, ირლანდია ესპანეთი). 2000-06 წლისათვის ამ თანხამ 213 მილიარდ ევროს მიაღწია (მათ შორის, 195 მიალიარდი ევრო სტრუქტურული ფონდებისათვის და 18 მილიარდი – ურთიერთგათანაბრების ფონდისათვის) \nრეგიონებისათვის ევროპის კავშირს აქვს ოთხი ფინანსური ინსტრუმენტი \n ევროპის სოციალური ფონდი, რომელიც შეიქმნა რომის ხელშეკრულების საფუძველზე \n სოფლის მეურნეობის გაძღოლისა და გარანტიის ევროპული ფონდი \n ევროპის რეგიონალური განვითარების ფონდი, რომელიც 1975 წელს შეიქმნა \n მეთევზეობის გაძღოლის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც 1993 წელს შეიქმნა \n2000-2006 წლებში გაერთიანების პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, 1997 წლის ივლისში გამოქვეყნდა კომისიის დოკუმენტი „პროგრამა 2000“, რომელიც მოიცავდა წინადადებებს სტრუქტურული პოლიტიკის რეფორმის შესახებ. რეფორმა ითვალისწინებდა დახმარების კონცენტრირებას და მიზნების რაოდენობის სამამდე შემცირებას, კერძოდ \n იმ რეგიონების განვითარება, რომელთა მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არის ევროპის გაერთიანების საშუალო მონაცემის 75%-ზე ნაკლები (პირველი მიზანი: ასეთი რეგიონები იღებენ სტრუქტურული ფონდების 70%-ს) \n სტრუქტურული სირთულეების მქონე რეგიონების ეკონომიკისა და სოციალური პირობების სტრუქტურული გარდაქმნა (მეორე მიზანი: იგულისხმება ეკონომიკური დივერსიფიკაციის პრობლემების მქონე რეგიონები, გაღარიბებული სოფლები, კრიზისში მყოფი რეგიონები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მეთევზეობაზე) \n ადამიანური რესურსების განვითარება რეგიონებში, რომლებსაც არ ეხება პირველი მიზანი (მესამე მიზანი: დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება ამსტერდამის ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებისა და დასაქმების ევროპული სტრატეგიის შესაბამისად). გაერთიანების ინიციატივები შემცირდა ოთხამდე \n ინტერრეგიონული ინიციატივა, რომლის მიზანია ტრანს-სასაზღვრო, ტრანსნაციონალური და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სტიმულირება \n ლიდერების ინიციატივა, რომლის მიზანია ადგილობრივი მუშა ჯგუფების ინიციატივების საფუძველზე სასოფლო განვითარების წახალისება \n თანაბარი უფლებების ინიციატივა, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე ნებისმიერი სახის არათანაბარუფლებიანობის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა \n საქალაქო ინიციატივა, რომლის მიზანია კრიზისში მყოფი საქალაქო და საგარეუბნო რაიონების ეკონომიკური და სოციალური გააქტიურება \nეკონომიკურმა და სავალუტო კავშირმა კიდევ ერთხელ ცხადყო ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული სერიოზული ეკონომიკური და სოციალური განსხვავებები. ურთიერთგათანაბრების ფონდი 1993 წელს შეიქმნა სტრუქტურული პოლიტიკის გასაძლიერებლად. იგი განკუთვნილია იმ ქვეყნებისათვის, რომელთა მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაერთიანების საშუალო მონაცემის 90%-ზე ნაკლებია. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, ესპანეთი, ირლანდია და პორტუგალია. ურთიერთგათანაბრების ფონდის ფინანსები ხმარდება გარემოს დაცვას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9