1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

სა სე სვ სი სკ სლ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სწ სხ
სქე სქი სქო სქრ

სქრინინგი

E. Screening
1995 წლის მაისში კომისიის თეთრმა წიგნმა განსაზღვრა გაერთიანების იმ კანონების ჩამონათვალი, რომელთა ეროვნულ კანონმდებლობაში თანდათანობით გადასვლის შემდეგ განმცხადებელი ქვეყნები შეძლებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას. 1998 წლის 30 მარტს დაიწყო მოლაპარაკებები იმ ქვეყნების გაწევრიანებისათვის, რომლებიც დაასახელა ლუქსემბურგის ევროპულმა საბჭომ 1997 წლის დეკემბერში. 1998 წლის 3 აპრილს დაიწყო გაერთიანების კანონმდებლობის ანალიზი \nპირველი ეტაპი გულისხმობდა შეფასებას, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული განმცხადებელი ქვეყნის კანონმდებლობა გაერთიანების წესებს. სწორედ ამ პროცესს ჰქვია სქრინინგი. იგი კომისიისა და თითოეული განმცხადებელი ქვეყნის მიერ ერთობლივად ხორციელდებოდა და გაგრძელდა 1999 წლის ივნისამდე. სექტორების მიხედვით განისაზღვრა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უნდა მიეღო ან შეეცვალა განმცხადებელ ქვეყანას, რათა მიერთებიდან რაც შეიძლება მოკლე ხანში ყოფილიყო გაერთიანების სამართალთან სრულ შესაბამისობაში. ტექნიკური დახმარების ოფისი პასუხისმგებელია განმცხადებელი ქვეყნების მიერ გაერთიანების კანონმდებლობის შიდა სამართალში გადატანის ზედამხედველობაზე \nსქრინინგის პროცესი ევროპის კავშირსა და თითოეულ განმცხადებელ ქვეყანას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9