1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტეი ტელ ტემ ტენ ტერ ტეს ტექ

ტემპუსი

E. Tempus
ტემპუსი ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1990 წელს ამოქმედდა. ამის შემდეგ პროგრამა სამჯერ განახლდა. მესამედ განახლებული ტემპუსის პროგრამა 2000-2006 წლებს მოიცავს. ტემპუსის პროგრამით დაფინანსების მიღება შეუძლიათ ბალკანეთის ქვეყნებს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს; ერთი წელიწადია, რაც ამ პროგრამით სარგებლობა ევროკავშირის ხმელთაშუაზღვისპირელ პარტნიორებსაც შეუძლიათ (მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე, პალესტინის ავტონომია, იორდანია, სირია, ლიბანი) ტემპუსის პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას „კონსორციუმების“ დაარსების გზით. ეს კონსორციუმები ახორციელებენ „ერთობლივ ევროპულ პროექტებს“, რომლებიც შესაძლოა 2-3 წელი გაგრძელდეს. ტემპუსი ასევე გასცემს ინდივიდუალურ გრანტებს იმ პირებისათვის, რომლებიც უმაღლესი განათლების დარგში მუშაობენ.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9