ომის გადაზრდა „აბსოლუტურ“ სტადიაში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს არა არმიები, არამედ ხალხები (ერები) აწარმოებენ. ტ.ო. შესაძლებელი გახდა ნაციონალიზმის აღზევების შედეგად და „დემოგრაფიული აფეთქების“ გამო მოსახლეობის ზრდის შედეგად. ტ. ო-ის წარმოშობაზე გავლენა იქონია სამრეწველო რევოლუციამ. ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებისთვის მაქსიმალური დაქვემდებარება როგორც ომიანობის, ასევე მშვიდობიანობის დროსაც, რამაც სამხედრო-სამრწველო კომპლექსის წარმოშობას შეუწყო ხელი.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]