1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ

ტოტემიზმი

ადამიანთა მიერ საკუთარი თავის გაიგივების პრაქტიკა ადამიანისგან განსხვავებულ ობიექტებთან, ჩვეულებრივ, ცხოველთან ან მცენარესთან. რელიგიის პირვანდელი ფორმა, როცა სჯერათ თავისი ხალხის, კლანის ტოტემისგან წარმომავლობა. მაგრამ სიმბოლურ მოქმედებებთან მიმართებაში ტერმინს იყენებენ უფრო ფართო გაგებითაც. ფუნქციონალურ ანთროპოლოგიას, კერძოდ, რადკლიფ-ბრაუნს (დიურკემის გავლენით) ტოტემი ესმოდა ჯგუფური სოლიდარობის სიმბოლოდ. ფროიდის თვალსაზრისით, ტოტემი შუამავალია არაცნობიერ ბუნებასა და დათრგუნულ კულტურას შორის. სტრუქტურული ანთროპოლოგია მიიჩნევს, რომ ტ. ტაბუს მსგავსად, ბუნების სხვა ინსტანციაა, ამიტომ მისი გააზრება უნდა მოხდეს ადამიანებსა და ცხოველებს შორის განსხვავებათა სტრუქტურაზე დაყრდნობით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მითოსურ ობიექტებს ადამიანური გამოცდილების ამსახველი თვისებები თუ რეალური ცხოვრებისეული ნიშნები მიეწერება. შესაბამისად, მითოლოგიის შესაქმნელად კონკრეტული სინამდვილის მასალა გამოიყენება. ტ. შეიძლება განხილულ იქნეს მოვლენად, რომელიც არ ახასიათებს განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს, თუმცა ტოტემის შორეულ გამოძახილად მიიჩნევა ზოგიერთი თანამედროვე სიმბოლო, მაგ., თილისმა ან სპორტული გუნდის ემბლემა ცხოველის (მცენარის) გამოსახულებით.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9