1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრევის ჯგუფი

E. Trevi Group
ტრევი ფრანგული აკრონომია, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: ტერორიზმი, რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, საერთაშორისო ძალადობა. ეს არის 1995 წელს ევროგაერთიანების მიერ დაარსებული სამსახური მთავრობათშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვეყნის საშინაო უსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა და საიმიგრაციო პოლიტიკა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროგაერთიანების წევრ სახელმწიფოთა შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები წელიწადში ორჯერ იკრიბებოდნენ ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად. სწორედ ტრევის ჯგუფი წარმოადგენდა ევროკავშირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე საყრდენის - მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის შექმნის საფუძველს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003 - 64გვ.; 26სმ. - ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9