E. Presumtion of innocence სისხლის სამარლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამანშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას \nუპ ერთ-ერთი უძველესია სისხლის სამართალში დემოკარტიული საწყისების შეტანის პროცესში. დღეს იგი დაფიქსირებულია მრავალ საერთაშორისოსამართლებრივ და ყველა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ აქტში. საერთაშორისო აქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მე-14 მუხ., მე-2 პ.) და ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-6 მუხ.) ერთნაირად აცხადებენ, რომ თითეული პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მიიჩნევა უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად \nდანაშაულის ჩადენის დამტკიცება მთლიანად ევალება ბრალდებულ მხარეს.
Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]