საერთაშორისო სამართალში ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსადმი გაგზავნილი მოკლე დიპლომატიური ნოტა, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის კატეგორიულ მოთხოვნას. უ–ის თემა არ შეიძლება იყოს განხილვის დისკუსიის საგანი. უ–ის შეუსრულებლობას ავტომატურად მოჰყვება დიპლომატიურ ურთიერთობათა შეწყვეტა, ან უარეს შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენება, რისი შესაძლებლობაც დაფიქსირებულია თავად უ–ის ტექსტში, რომელიც შეიცავს მუქარას.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]