1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უქ უღ უც უძ უწ უხ
უმა უმუ უმც

უმცირესობათა უფლებები

E. Minotity rights
უმცირესობები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: 1.უმცირესობები, რომელთა წევრები მოითხოვენ თანასწორობას უმრავლესობასთან, ანუ დისკრიმინაციის სრულ არარსებობას; 2.უმცირესობები, რომლებიც დისკრიმინაციის სრული არარსებობის გარდა მოითხოვენ აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებს. როგორც წესი, ეს პირობებია: საკუთარ ენაზე და საკუთარი ტრადიციების შესაბამისად ადეკვატური დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების უზრუნველყოფა; სკოლების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და სხვა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების გზით უმცირესობათა კულტურის შენარჩუნების უზრუნველყოფა; საკანონმდებლო ორგანოებში, სასამართლოებში, მმართველობის ორგანოებში უმცირესობებისათვის საკუთარი ენის ზეპირად, ან წერილობით გამოყენებისათვის ადეკვატური შესაძლებლობების შექმნა. პირად ურთიერთობებში საკუთარი ენის გამოყენების უფლება; საოჯახო სამართლის, უმცირესობის წარმომადგენლის სტატუსის, მათი რელიგიური რიტუალების და ინტერესების პატივისცემის უზრუნველყოფა; გარკვეული ხარისხის ავტონომიის უზრუნველყოფა.
Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9