1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უქ უღ უც უძ უწ უხ
უნა უნი

უნიპოლარიზმი

საერთაშორისო სისტემის ტიპი ერთი დომინანტი აქტორით, რაც სისტემას ერთპოლუსიანად აქცევს. არ არის აუცილებელი, რომ დომინანტი აქტორი მაინცდამაინც სახელმწიფო იყოს. ჰიპოთეზურად შესაძლებელია, რომ დომინანტად მსოფლიო მთავრობა მოგვევლინოს. წარსულში უნიპოლარულ სისტემასთან ახლოს იდგა ის საერთაშორისო სისტემა, რომელიც რომის იმპერიის აყვავების პერიოდში არსებობდა. უ–ს ბევრი რამ აქვს საერთო იერარქიულ სისტემასთან. მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ცივი ომის დამთავრების შემდეგ. მსოფლიოში დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო – აშშ. შესაბამისად, თანამედროვე საერთაშორისო სისტემა უნიპოლარულია. უმრავლესობის აზრით, ზესახელმწიფოდ ყოფნა პოლუსს არ ნიშნავს და ამიტომ დღევანდელი საერთაშორისო სისტემა მრვალაპოლუსიანად უნდა მივიჩნიოთ, რომელშიც თანდათანობით უნივერსალურის სისტემისათვის დამახასიათებელი ნიშნები ძლიერდება.
Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9