1
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X

უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უქ უღ უც უძ უწ უხ
ურბ ურთ ურჩ

ურბანიზაცია

  1. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ–ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. უ–ის პროცესისათვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ–ერთ ძრითად მახასიათებლად ითვლება სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ცხოვრობს ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში. უ–ისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქად, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რაც ხასიათდება ანონიმურობითა და ფორმალური კავშირ–ურთიერთობებით, შრომის რთული საზოგადოებრივი დანაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდით, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანით სოფლად.
    Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  2. E. urbanization
    Fr. urbanisation
    L. urbanus საქალაქო
    ქვეყნის ცხოვრებაში საქალაქო დასახლების მნიშვნელობის ზრდის პროცესი, რაც გამოიხატება კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ქალაქში კონცენტრაციით, ქალაქების გამსხვილებითა და შერწყმით.
    Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9